რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური" პრემიერა შედგა.
როგორ მომღერალი ამბობს, სიმღერა იმდენად მხიარული და სახასიათოა, რომ დარწმუნბებულია, პოპულარული გახდება.
,,ნებისმიერი ჩემი სიმღერა ჩემს შემოქმედებაში, თავისი ისტორიით შემოდის და ამ სიმღერასაც თავისი ისტორია აქვს.
პირველად თბილისში რომ ჩამოვედი ვიყავი 17-18 წლის და მაშინ არავინ მიცნობდა. მეგობარს ვესტუმრე ტელევიზიაში, სადაც ჰქონდა სტუდია და ჩავწერე რაღაც პოპური გიტარაზე, ისე რომ, მომზადებულიც კი არ მქონდა.
ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან, პატარა რომ ვიყავი, გოგიმ მასწავლა, მაშინ თავად არაჩვეულებრივად მღეროდა.
ჩაწერის შემდეგ, მაშინ როცა კასეტების დრო იყო, ეს პოპური ჩემი შესრულებით ძალიან პოპულარული გახდა და ბაზრობებზე იყიდებოდა, კასეტას ეწერა - კახა ჟღენტი. მე იმდენად უკმაყოფილო ვიყავი ჩემი ნამღერით, რომ არც გამიპროტესტებია - იყოს კახა!
წლების შემდეგ, ეს სიმღერები თავში ამომიტივტივდა და გადავწყვიტე ჩამეწერა. პოპურს დავამატე ორი სიმღერა, ჩემი მეგობრების - ლადო ციმაგურიძისა და ზურა ხელაიას. ძალიან კარგად ჩაჯდა ამ ხალხურ- ქალაქური ფოლკლორის ნამუშევრებში და სიმღერა მოსწონს ყველას, არის მხიარული და სახასიათო და ვიცი, რომ ძალიან პოპულარული გახდება. - ამბობს მომღერალი რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში.