"არტურის ანაბეჭდები ეტყობა ამ ხელს?" - მეჭიაური უარყოფს, ვიდეოკადრი - ამხელს

Image

"არტურის ანაბეჭდები ეტყობა ამ ხელს?" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართალია თუ არა არტურ არუთინოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატმა მეჭიაურმა ხელი გაარტყა. 

 

არტურ არუთინოვი იმ აქციის მონაწილეა, რომლის წევრები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეიკრიბნენ და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

 

არუთინოვის თქმით, ის უსტვენდა, რა დროსაც დეპუტატი მივიდა და ხელი დაარტყა. ამის დამადასტურებელი ვიდეო "ფეისბუქში" ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გამოაქვეყნა. ვიდეოზე ნათლად ჩანს დეპუტატი, რომელმაც აქციის მონაწილეს სახეში მუშტი გაარტყა. 

 

ინციდენტს მოწმეებიც ჰყავს. მაგალითად, აქციის მონაწილე დათო სიჭინავა "პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ მან დაინახა ჭაღარა, შრამიანი მამაკაცი, რომელიც უეცრად მივიდა აქციის მონაწილესთან და ხელი გაარტყა: "მე მასში დეპუტატი მეჭიაური ამოვიცანი და ვუთხარი კიდეც, არ გრცხვენია, დეპუტატი ხარ და მოქალაქეს ხელს როგორ ურტყამ-მეთქი და მან ძველბიჭურად მიპასუხა - მე დეპუტატი კი არა, კაცი ვარო, მერე კი უცებ გაიქცა". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?