-
2016-11-09 14:34
ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიქტორ ნაზაროვმა ოლქის ადმინისტრაციის სხდომაზე უცნაური კომენტარი გააკეთა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შესახებ.
სხდომის დაწყებისას ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენე მიზულინამ მოახსენა დამსწრეებს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ხოლო ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.
"ეს ამბავი მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. გამოდის, ამერიკაში "ედინაია როსიას" (მმართველი პარტია რუსეთში, - რედ.) გაუმარჯვია" - განაცხადა ნაზაროვმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. წინასწარი ინფორმაციით, მან საერთო ჯამში 278, ხოლო მისმა კონკურენტმა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა 218 ხმა დააგროვეს.