ნატოს გენერალი: თუ შეკავების პოლიტიკა არ გაამართლებს, ნატო რუსეთს გაანადგურებს

Image

ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ახალმა მთავარსარდლმა, ამერიკელმა გენერალმა კერტის სკაპაროტიმ განსაზღვრა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ.

 

მან, ფაქტიურად, მოსკოვი რევანშიზმში დაადანაშაულა და მისი ქმედებები შეაფასა როგორც „საერთაშორისო ნორმების მიმართ აგრესიული გამოწვევა“. ალიანსი „მზად უნდა იყოს საბრძოლველად, თუ შეკავების პოლიტიკამ არ გაამართლა“ – განაცხადა გენერალმა.

 

სკაპაროტი, რომელიც მანამდე სამხრეთ კორეაში ამერიკის ძალების სარდალი იყო, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის პოსტი 4 მაისს ოფიციალურად გადაიბარა. მისი კანდიდატურა თავად ამერიკის პრეზიდენტმა წარადგინა. ახალი მთავარსარდალი აპირებს ზეწოლა განახორციელოს ვაშინგტონზე ევროპაში მესამე მუდმივმოქმედი ამერიკული კონტიგენტის განთავსების მიზნით, რასაც ექსპერტები ალიანსის შემცირების პოლიტიკის დასასრულად მიიჩნევენ.

 

ამჟამად ევროპაში 65 000 ამერიკელი ჯარისკაცია, ხოლო ცივი ომის დროს მათი რაოდენობა 300 000 იყო. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, კაპაროტის ბევრად ხისტი დამოკიდებულება ექნება რუსეთის მიმართ.

 

გენერალ სკაპაროტის უპირველეს ამოცანად ექსპერტები მიიჩნევენ იმ ზღვარის დადგენას, რომლის მიღმაც ნატო არ შეეგუება რუსეთის სამხედრო ძალების პროვოკაციებს. სკაპაროტის განცხადებით კი, იგი მალე წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებს იმისათვის, რომ რუსეთის შეკავება გაგრძელდეს და ნატომ შესძლოს საპასუხო ზომების მიღება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !