-
2016-11-24 00:35
პენტაგონის ექს-შეფი დონალდ რამსფილდი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა დააჩქაროს ნატოში საქართველოს მიღების პროცესი, რადგან ეს რუსეთის ავანტიურისგან შავი ზღვის რეგიონისა და ახალი ევროპის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში რამსფილდი წერს, რომ ალიანსში საქართველოს მიღების შემდეგ ეს ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნატოს ფარგლებში ნებისმიერი კონსორციუმის სტრატეგიაში.
"ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის არსებული ბარიერები უნდა გადაილახოს და საქართველომ, შემდგომი დაყოვნების გარეშე, ალიანსში შესასვლელად MAP უნდა მიიღოს", - წერს რამსფილდი.
"დადგა დრო, როცა აშშ-მა უნდა აღიაროს საქართველოს მნიშვნელობა და დაეხმაროს მას, გახდეს რეგიონალური სტრატეგიის შემუშავების აქტიური მონაწილე. საქართველო უდიდეს სატრანსპორტო მარშრუტზე მდებარეობს, რომელსაც კასპიის ზღვიდან ევროპაში ამერიკის მოკავშირეებთან მივყავართ, ამასთან, ის ქმნის ბარიერს ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჯიჰადისტთა გადაადგილებისთვის", - აღნინავს რამსფილდი.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის სტატიის მიმოხილვას რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახური ავრცელებს.
"ფრანს პრესის" ფოტო