ოქროყანის ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე: ვინ ემუქრებოდა ყოფილ პოლიციელებს?

Image

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა, უწყება ადასტურებს, რომ ერთი ადამიანი მოკლული, ერთი კი დაჭრილია, ხოლო სისხლის სამართლის საქმე განძრახ მკვლელობის, 108-ე მუხლითაა აღძრული.

 

შეგახსენებთ, ოქროყანასთან მძიმედ დაიჭრა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავა, ხოლო მისი დეიდაშვილი, ასევე ყოფილი პოლიციელი რეზო კალომლეწავი დაიღუპა. ორივეს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. კალომლეწავი ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაჭრილ ლევან გვაზავას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

 

მომხდართან დაკავშირებით უკვე ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ორმხრივი სროლა მოხდა. გამორიცხული არ არის, შეიარაღებული დაპირისპირება გარჩევის შემდეგ დაწყებულიყო. ჩვენი ინფორმაციით, ალტერნატიული ვერსია იმის შესახებ, თითქოს ლევან გვაზავას იარაღი გაუვარდა, ტყვიამ მისი დეიდაშვილი იმსხვერპლა და ამის შემდეგ თავად გვაზავამ სცადა თვითმკვლელობა, არ დასტურდება, რადგან შემთხვევის ადგილზე, რომელიც ამ დრომდე გადაკეტილია, ნაპოვნია დაცხრილული ML "მერსედესის" მარკის ჯიპი, სახელმწიფო ნომრით RB 070 BR, რომელიც, სავარაუდოდ, რეზო კალომლეწავს ეკუთვნოდა, ეს კი გამორიცხავს შემთხვევითი გასროლის ფაქტს.

 

ამასთან, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ როგორც გვაზავას, ასევე კალომლეწავს ტყვია თავში აქვთ მოხვედრილი, რაც, შესაძლოა, საკონტროლო გასროლის კვალზე გადიოდეს.

 

არანაკლებ საინტერესო ინფორმაციაა თავად ლევან გვაზავას კედელზე "ფეისბუქში", სადაც მან 21 აგვისტოს გაიზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელსა და კორტების სპეცოპერაციის ერთერთ მოწმეს ირაკლი ქადაგიძეს ემუქრებიან. ლევან გვაზავას არ აღუნიშნავს, რომ მასაც ემუქრებოდნენ, თუმცა, გაზიარებული მასალის კომენტირებისას დაწერა, რომ ამ მუქარების ავტორთა ვინაობის გარკვევას სულ ორი საათი სჭირდება.

 

"აფხაზეთის ხმა" მუშაობს თემაზე და დამატებით დეტალებს მათზე შეტყობინების მიღებისა და დამუშავებისთანავე შეგატყობინებთ. 

 

GVAZAVA.jpg

GVAZAVA1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !