თათია დოლიძე ავარიაში მოყვა: "მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტეს"

Image

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე, რომელმაც პოპულარობა რუსეთის ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროს შტაბ-ბინაში გამართული დებატების შემდეგ მოიპოვა, ავარიაში მოყვა და ამის შესახებ "ფეისბუქის" მეშვეობით თვითონ დაწერა.

 

„ვარიანის გადასახვევთან, ორთაშენში, დაღმართზე მოსრიალდა, მოწყდა, იბზრიალა და უკანა ნაწილით ცხვირში დაგვეჯახა სამარშრუტო მანქანა. გაჩერებულ მანქანაში ვიყავი ჩემს მშობლებთან და ბებიაჩემთან ერთად, რომლებიც ჩართულები იყვნენ თავადაც ქველმოქმედებაში და თან მეხმარებოდნენ ამ ნივთების ზიდვაში.

 

ახალნაოპერაციები მამაჩემის მხარეს დაგვარტყეს, ბებიაჩემი კი, რომელიც გადასული იყო მანქანიდან, დარტყმის შედეგად, მანქანის ქვეშ, ბორბლებს შორის აღმოჩნდა. 5-10 წუთის მანძილზე მამაჩემიც და ბებიაჩემიც ცოცხალი აღარ მეგონა. პანიკა იმის შემდეგაც კი გამიგრძელდა, რაც საავადმყოფოში დავრწმუნდი, რომ ორივე მხოლოდ დაჟეჟილები იყვნენ და მოტეხილიც კი არაფერი ჰქონდათ.

 

ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა, რადგან შეჯახების დროს ველაპარაკებოდი. საბედნიეროდ, ახლა ერთადერთი სადარდებელი მანქანაა.

 

მთავარზე გადავალ. რატომ ვწერ ამას? ჩვენი ავარიით, სავარაუდოდ, დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე, რადგან მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტა პოლიციამ! არის თუ არა ეს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მობილიზებული იყოს მსგავს მონაკვეთებში ტექნიკა, დაიყაროს ტექნიკური მარილი, დაყენდეს რამე ნიშანი? დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მერიას და გუბერნიის ადმინისტრაციას რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში დამეხმარა, მაგრამ სავალი გზა რომ არ იყო გაწმენდილი, და ყველა მანქანა საავარიო სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ეგეც ხომ ისევ ამ უწყებებს ეხებათ?

 

პ.ს. მამაჩემი ძალიან მადლიერია და დიდი მადლობა დამაბარა გუბერნატორის მოადგილესთან, რომელიც ავარიის შემდეგ ძალიან დაგვეხმარა და გვერდიდან არ მოგვშორებია! პირადად მეც მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, მსგავსი შემთხვევების პრევენციაში დამეხმარონ, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ!!

 

ვთვლი, რომ ამგვარად შეთანხმებული ვიზიტის ფარგლებში, უნდა მოგვმსახურებოდა მანქანა სპეციალური საბურავებით, ან პოლიციის მანქანა მაინც მოემაგრებინათ და არა ადმინისტრაციის თანამშრომელი გოგონა აქეთ ჩვენ გამოგვყოლოდა ჩვენი მანქანით და მასაც საფრთხეში ჩაეგდო თავი“, – წერს თათია დოლიძე.

 

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შეხვდა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები და წიგნები დაურიგა.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !