ზურაბ გურული: რეფლექსების დეჟავიუ...

Image

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გასული საუკუნის 90-იანი წლების პერიოდში არსებულ რეფლექსებს იხსენებს და წერს, რომ ისინი მეორდება. 

 

"90-იანი წლების საქართველოს ამაზრზენი პირების გალერეაში თავისი გამორჩეული ადგილი ეჭირა კრებით "ვახტანგ გოგუაძეს". 

 

მშვიდობის მტრედი, კეთილი, სანდომიანი ცხვირპირით, მუდმივად შერიგება-მორიგებისა და ქართველთა შორის ძმობისა და გაგების აუცილებლობის მქადაგებელი. სისხლიანი ბანდიტების თარეშის, უდანაშაულო ადამიანების უმოწყალო მკვლელობების, ქვეყნის გაყიდვა-გაპარტახების, ათასნაირი სიბილწისა და სიბინძურის, სიბნელის, შიმშილის, სიცივის ფონზე ეს კეთილად მომღიმარი, მაძღარსიფათიანი ბიძები შერიგებისაკენ მოუწოდებდნენ და ორმხრივ პასუხისმგებლობას ახსენებდნენ გაუბედურებულ, გამწარებულ, დამცირებულ, დაჩოქებულ ადამიანებს და მათზე ავტომატმიშვერილ ბანდიტებს.

 

კარგად მახსოვს, იმ წუთებში, რეიბანიან, კაიფით გაგლეჯილი მხედრიონელების ცინიკური სიფათებისა და ტყაპუჭში გახვეული გაგრია გვარდიელების ბრიყვული ცხვირპირის დანახვაზე უფრო მეტად ამ "მშვიდობის მტრედების" გატყლარჭული, ხელოვნურღიმილაწეპებული ფიზიონომიების დანახვა მაცოფებდა და მათი დანაყვის დაუოკებელი რეფლექსური სურვილი მიჩნდებოდა. 

 

ამ მლიქვნელი არაკაცების კასტამ ორი დეკადის განმავლობაში ანადგურა, ჩეხა და ყიდა მთელი საქართველო ისე, რომ ის სათნო ღიმილი არ მოუშორებიათ სახიდან. და გამწარებული ხალხის პროტესტის საპასუხოდ ყოველთვის მზად ჰქონდათ გრძელი ლექცია ქართველობაზე, ურთიერთგატანაზე, კონსენსუსზე, ეროვნულ თანხმობაზე და ერთად დგომაზე.

 

და ვფიქრობდი მაშინ… რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც ამ ბოროტ აჯაფსანდალთან გამაერთიანებდა იდეოლოგიურად, სულიერად, ზნეობრივად, უბრალოდ მოქალაქეობრივად …

 

2012 წელს საქართველომ ხელისუფლებაში მოიყვანა პარტია, რომელმაც 2008 წლის სამამულო ომი გააშარჟა; პარტია, რომლის წინასაარჩევნო პლატფორმაში სიტყვა-სიტყვით ეწერა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია მსოფლიო პოლიტიკაში მონაწილეობაზე; რომელმაც მიზნად დაისახა იმ სახელმწიფო ინსტიტუტების დანგრევა-განადგურება, რამაც სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა საქართველო, მიუხედავად უამრავი სერიოზული შეცდომისა; პარტია, რომელმაც შეწყვიტა დასავლელი მედიატორების გამოყენება ოკუპანტთან საუბრისას და ეს უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება გადააქცია ფსბ-სა და კგბ-ს ძველი და ახალი კადრების სათათბირო ბირჟად; პარტია, რომელმაც პირწმინდად გაანადგურა ქართული დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ სერიოზული პოტენციის მქონე სისტემა; ციხიდან გაათავისუფლა ფსბ-ს გაშიფრული აგენტურა;

 

დააპატიმრა და საპყრობილეში ჩაყარა უნიკალური საიდუმლო ოპერაციების გმირები; პარლამენტში დასვა ოკუპანტ ქვეყნებში თავშესაფრის საძებნელად გაქცეული დივერსანტი; შეაჩერა და დააკონსერვა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარება; გააშარჟა როგორც პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუტი, ასევე ოკუპაციისა და ოკუპანტის სტატუსი…

 

და ამ დროს... ისევ გამოჩნდა "ვახტანგ გოგუაძე". რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, მოითხოვს ეროვნულ შერიგებას, კონსენსუსს, შეხების წერტილების მოძებნას ზემოთნახსენებ პოლიტიკურ ძალასთან. მოითხოვს ისევ სიმშვიდის, ქართველობის, სტაბილურობის … სახელით...

 

უცნაურია.. რეფლექსები იგივე დამრჩენია ზუსტად...", - წერს ზურაბ გურული. 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !