
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ალექსანდრე თამაზაშვილი გაზეთ “ქრონიკა +”-ში დაბეჭდილი სტატიის გამო აღშფოთებულია.
დეპუტატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ თუ გამოცემა სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას წყაროებით დაამტკიცებს, მზადაა, არა მარტო დეპუტატის მანდატი, არამედ ქვეყანაც დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიის ავტორებს მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოიხსენიებს.
„წავიკითხე ეს სტატია, რა ხდება?! ფანტაზიები მოაკლდა ქართულ პრესას?!! ან გადაამოწმონ ან შეკითხვა დასვან, იქნებ ვუდასტურებ ამ ყველაფერს?! ასე, არ შეიძლება!!
წერთ, რომ „წყარომ“ მოგვაწოდა ინფორმაციაო და არც ამოწმებთ ისე ავრცელებთ ამ ამბავ-სისულელეს. მასეთი „წყარო“ უთვალავია და ასეთი ამბავის მომგონიც, დამწერიც და გამავრცელებელიც ერთ დღეს შეიძლება, თვითონ გახდნენ, რაიმე მოგონილი სიუჟეტის სუბიექტები .. ვფიქრობ, ახლა რა უნდა ვქნა, გამოვიდე, ვიყვირო, ტყუილია, ხალხო, არ დაიჯეროთ?! ჩივილს აზრი არ აქვს… ა
რ არსებობს კანონი, ცილისწამების შესახებ… მაგრამ ჟურნალისტის ეთიკა ხომ არსებობს?!! თუ ესეც პირობითია, ვის, როგორ და სად გაახსენდება, რომ ჟურნალისტია და სამართლიანი უნდა იყოს?!
მოდით ასე მოვიქცეთ, გაარკვიეთ ყველა „წყარო“, გამოიყენეთ და არათუ შეხვედრის და საუბრის რეალობა, არამედ ის მაინც დაამტკიცეთ, რომ ოდესმე ხელი მაინც მაქვს ჩამორთმეული იმ პიროვნებასთან, ან რაიმე სახის ნაცნობობა მაკავშირებს.
თქვენ თუ ამას დაამტკიცებთ, პირობას გაძლევთ, საქყვეყნოდ ვაცხადებ, რომ არა მარტო დეპუტატის მანდატს, არამედ ქვეყანასაც დავტოვებ! ამას თუ ვერ შეძლებთ, ვიტოვებ უფლებას, რომ მატყუარა და ცრუ ჟურნალისტებად მოგიხსენიოთ!“ – წერს თამაზაშვილი.
ცნობისთვის: გაზეთი „ქრონიკა +“ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ წერს. მასალა იხილეთ ლინკზე: http://www.fmabkhazia.com/news/11630-bidzina-ivanishvilma-gharibashvils-thamazashvilis-dauqovnebliv-dachera-mosthxova.html