- 
	2016-12-20 00:15	
ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ქალაქ გალში დღეს "კოკა-კოლას" წინასაშაობაო კოლონა გამოჩნდა. ქალაქის ქუჩებში ბავშვებს მანქანებიდან საჩუქრებიც დაურიგეს. ინფორმაციას და ფოტოს "აფსნიპრესი" ავრცელებს. 
 
 
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "კოკა-კოლას" საშობაო კოლონამ აფხაზეთში მოგზაურობა სწორედ გალიდან დაიწყო. ასევე, აღნიშნულია, რომ ამ "სასიამოვნო სიურპრიზის" ინიციატორი სააქციო საზოგადოება "პრემიუმია", რომელიც რუსეთში "კოკა-კოლას" პარტნიორ კომპანიას Coca‑Cola HBC Eurasia-ს დაუკავშირდა. თავად Coca‑Cola HBC-ის სათავო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს.