
გუშინ, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და არიან დაშავებულები, სინამდვილეს არ შეეფერება. შსს–ს ცნობით, სამი პირია დაკავებული.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შსს–ს პრესსამსახურთან დაკავშირების შემდეგ უწყებაში გვითხრეს, რომ ვარკეთილის დასახლებაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სამ ძმას შორის. წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სამივე პირი დააკავეს.