წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს თავი მოჰკვეთა და მიიმალა. "თაიმერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მოხდა: როცა ცოლ-ქმარს ეძინა, მათ შვილი მიეპარა და ჯერ ორივე თავში ნაჯახის ჩარტყმით მოკლა, შემდეგ კი ორივეს თავი მოჰკვეთა და მიიმალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გაქცეულის ადგილსამყოფელი უცნობია.