-
2014-01-29 02:13
ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში ათზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ექსკლუზიურად "პრაიმტაიმნიუსი" ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ამ დრომდე არ გავრცელებულა ოფიციალური კომენტარი მომხდარ დაპირისპირებაზე ან ცნობა დაზარალებულთა შესახებ.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით და არ ასახავს მასალაში მოყვანილ ფაქტს