-
2017-01-11 23:12
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მინდია გოგოჭური საქართველოს პრეზიდენტის სიძეა.
შემთხვევას ადასტურებს შსს. უწყების პრესცენტრში აცხადებენ რომ სისხლის სამართლის საქმე სსკ 118 და 236 მუხლებითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.