ანა დოლიძე: "გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს"

Image

სტრასბურგში მოსამართლედ ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კონკურსის ფინალისტი ანა დოლიძე, რომელმაც კომისიის მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ამჟამად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება პასუხს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძე ამ პოზიციაზე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ. 

 

"მე, როგორც ამ კონკურსის ფინასლისტს, ამ განცხადების ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე ხასიათით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოხდა გარკვეული უსამართლობა.

 

შესაბამისად, მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალყურს, აქვს მოლოდინი, რომ იმ პირთა მხრიდან, რომელთა მიერაც იქნა გადაწყვეტილება წარმოდგენილი, იქნება დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა - მაღალი ზნეობრივი მონაცემებით, ადამიანის უფლებებში გამოცდილებით, უცხო ენის ცოდნით თუ საკონკურსო კომისიის ქულებით", - განაცხდა ანა დოლიძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ანა დოლიძე იყო, ვინც არასამთავრობო ორგანოიზაციებისგან და საკონკურსო კომისიისგან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ხოლო ევა გოცირიძე არასამთავრობოებმა ნული ქულით შეაფასეს, ამასთან, ის საერთოდ არ იყო დასახელებული სამ კანდიდატს შორის, თუმცა, მთავრობამ სტრასბურგში მაინც წარადგინა, რამაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის დაბნეულობა გამოიწვია.

 

ევა გოცირიძე ცნობილია თავისი განცხადებებით "რუსთავი2"-ის საქმეზე, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. ამასთან, ევა გოცირიძე იყო სწორედ ის მოსამართლე, რომელმაც განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუკი საქმე სასამართლოს ღირსების დაცვას ეხება. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !