ძალიან სამწუხაროა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, როგორც უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს- კობახიძემ დავით რაქვიაშვილს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხოდმაზე შენიშვნა მისცა.
ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს,- პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ს თბილისის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მისი კანდიდატურის წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს. "ოლმედიისთვის" ინფორმაცია ენმ-ს პოლიტსაბჭოსთან დაახლოებული წყაროდან გახდა ცნობილი.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ბადაშვილი ირაკლი შოთაძის მეოთხე მოადგილე იქნება. მოადგილის დამატების შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 6 ივნისს გამოსცა. მან მთავარი პროკურორის მოადგილის შტატი დაამატა.
აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ "ვექტორი" წერს. როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.
ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს მოქალაქე ვალტერ აქუბარდია სასამართლოში უჩივლებს-ამის შესახებ სამეგრელოს რეგიონული მედია სტატიას აქვეყნებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის, მარიამ ჯაშის ინიციატივას ეხმაურება. მიმინოშვილის კომენტარს "EDU.ARIS.GE" ავრცელებს.