-
2017-07-26 19:00
საინფორმაციო სააგენტო ,,ვესტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საინფორმაციო სააგენტო ინფორმაციას რადას რადიკალური პარტიის დეპუტატის იგორ მოსიუჩუკის "ფეისბუქ" სტატუსზე დაყრდნობით ავრცელებდა.
ინფორმაციას ადასტურებს,დავით საყვარელიძე.
"ვფიქრობ ფართო კომენტარი აქ ზედმეტია. ცხადია, რომ უკრაინამ "ახალი იანუკოვიჩი" მიიღო, მხოლოდ ინგლისურენოვანი. ყველასთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლვბა - უკრაინა საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენისა და შენარჩუნების ზღვარზეა. ადამიანი, რომელიც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა ამაზე, დღეს უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის ნებართვის გარეშე დარჩა. მაგრამ ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაგვაჩერებს- რუხი ახალი ძალა მიხეილ სააკაშვილი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასრულებას მოაახლოებს. ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით შექმნილ შტაბებთან მომავალი საერთო მოქმედებებისთვის და წინსვლისთვის იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა. ვინ არის ჩვენთან ერთად სიმართლის მხარეს?!" წერს დავით საყვარელიძე ,,ფეისბუქზე".