
ზუგდიდში სწრაფი სესხის გამცემი ორგანიზაცია vivus.ge-ს ოფისი დააყაჩაღეს. წაღებულია 3200 ლარი.
გავრცელებული ინფორმაციით, "არაის" მაღაზიაში მდებარე სწრაფი სესხის ოფისში ერთი პირი შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით თანამშრომელს სალარო აპარატი გააღებინა.
ადგილზე უკვე ჩატარებულია ექსპერტიზა. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. მიმიდნარეობს გამოძიება და პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელს ეძებს.