
თბილისში, მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე „ავერსის“ აფთიაქი გაქურდეს. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამომძიებლები დეტალებზე არ საუბრობენ. შესაბამისად უცნობია, რა თანხის წაღება მოახერხეს დამნაშავეებმა. ასევე უცნობია, არის თუ არა საქმეზე დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს აფთიაქში არავინ იმყოფებოდა.