"ძალა ერთობაშია!" - შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მოხალისეთა მონიტორინგი იწყება

Image

მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქაცარავას ინიციატივით დაარსდა, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ 25 ივლისიდან მოხალისეთა მონიტორინგს იწყებს. 

 

უკვე დაკომპლექტებულია პირველი მობილური ჯგუფი, რომელიც საოკუპაციო ზოლზე 24-საათიან რეჟიმში იმორიგევებს. 25 ივლისს დაგეგმილია ლოკაციის შესწავლა და საველე პირობების ათვისება, თითოეული გადაადგილება კი შეთანხმებული იქნება შსს-ს დანაყოფებთან, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე პატრულირებენ.

 

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის რთული მდგომარეობაა, რომელიც მონიტორინგის დაწყების დროისთვის შეიქმნა - რუსი ოკუპანტების არაგეგმიური სამხედრო სწავლებები და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების გააქტიურება, რაც მოქალაქეთა გატაცებასა და ე.წ. საზღვრის მუდმივად გადმოწევაში გამოიხატება. 

 

დავით ქაცარავა რუსეთთან ჰიბრიდულ ომსაც აანონსებს:

 

"გადავწყვიტე, რომ უნდა გავაქტიურდე, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს სიტუაცია, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, გარკვეულწილად შეიცვალოს. ვაკეთებთ სამოქალაქო პატრულირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჯგუფები, ამ ეტაპისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გავლენ საოკუპაციო ზონაში და დააკვირდებიან რუს ოკუპანტებს.

 

ჩვენი სამიზნე გახდებიან რუსეთის საოკუპაციო-საინჟინრო ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპაციას. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხერხებზე, არავითარი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ეს იქნება განგაშის ატეხვა. ჩვენ ეგრევე დავუკავშირდებით ჩვენი მართვის ცენტრს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ჟურნალისტებს და დიპლომატიურ კორპუსს.

 

ჩვენი მიზანია ამით მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვაანონსებთ ჰიბრიდულ ომს, ანუ საინფორმციო ომს რუსეთთან. ჩვენი ვიცით რა რისკებთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ რუსეთის ჯარების სამიზნე. აქ არ ვგულისხმობ ლიკვიდაციას, იგულისხმება გადაღებები და სხვადახვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელმაც ასევე დაანონსა ახალი გადაცმა, რომელსაც "საოკუპაციო ზოლი" ერქმევა.

 

საორგანიზაციო კომიტეტის ერთერთი წევრი, "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გაზეთ "ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს:

 

"რასაკვირველია, კარგად გვესმის მდგომარეობის სირთულე და ისიც ვიცით, რომ რუსმა ოკუპანტებმა თითქმის ამ მისიის დაწყებას დაამთხვიეს არაგეგმიური მასობრივი სამხედრო სწავლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ჯგუფის გადაადგილება და მარშრუტი შეთანხმებული იქნება საოკუპაციო ზოლთან მყოფ პოლიციის დანაყოფებთან(კიდევ ერთხელ მადლობა მათ, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის).

 

ეს მისია არაა მართული, დაფინანსებული და რაიმე სხვაგვარად ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან, მეტიც: თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ თავად ოკუპაციაა პოლიტიკური თემა, აპოლიტიკური აქციაც კია.

 

მისი მიზანია ანტიოკუპაციური თემის გააქტიურება, მასში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და ანტიოკუპაციური გზავნილები ყოველდღე, საოკუპაციო ზოლიდან ყველა ახალი ამბის უსწრაფესად გავრცელება.

 

მისიის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გაზეთი "ქრონიკა პლუსი", ამ სტატუსის ავტორიც არის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი და ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ამ ბმულზე მიმართოთ, როგორც მოხალისეების, ასევე მოქალაქეებისა და სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ამ მოხალისეების მხარდაჭერის საკითხებზე.

 

მოძრაობა "ძალა ერთობაშია" იწყებს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალა ერთობაშია და ეს თემა გვაერთიანებს ყველას, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ!.."

რედაქტორის რჩევით

"დედა, შემომხედე... ვერ ლაპარაკობს, მეც ფეხები მეკეცება..." - 112-ში შესული ერთი ზარის ისტორია

2017-11-10 23:45
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ...

უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

2017-11-06 18:17
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი...

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

2017-11-06 17:50
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი...

რუსულ ციხეში სიკვდილი მემუქრება-კადიევი

2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება....
რჩეული ვიდეოები

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ(ვიდეო)

2017-09-12 12:38
გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში...

გამოკითხვა

ჩამოთვლილთაგან, რომელია თქვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.2176
0.0000
100
RUB
 - 
4.5750
0.0000
1
USD
 - 
2.7268
0.0000

გუშინ:

ჰიტები:925 უნიკალური:728

მიმდინარე:

ჰიტები:1497 უნიკალური:1245