
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს.
კუკური ჯამათაშვილს გადაჭრილი თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება.
ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდება. ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.