ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის წარდგენას არ დაესწრო

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო - ბიძინა ივანიშვილი დღეს კახა კალაძის დედაქალაქის მერად წარდგენასაც არ დასწრებია.

>>>

3 ივლისს ეროვნული გამოცდები იწყება: რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. 2017 წელსაც შარშანდელის მსგავსად აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ.

>>>

100-ქულიანი სისტემის ამოქმედების პირველივე დღეს 1600-მდე ოქმი დაიწერა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, 1586 ოქმი, აქედან 996 ქულებიანი ოქმია.

>>>

კახა კალაძე - თბილისს თავისი უნიკალური იერსახე, საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება

"განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას.

>>>

2-3 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +40°-ს მიაღწიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

>>>

სურსათის ეროვნული სააგენტო: ქართულ სუნელზე არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს

ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

>>>

2014-16 წლებში, თბილისში, დღეში საშუალოდ 19-20 ქურდობა და ყაჩაღობა ხდებოდა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდზეგამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობის რეგისტრირებული რაოდენობით, დღეში, საშუალოდ, 19-20 ყაჩაღობა და ქურდობა ხდებოდა.

>>>

მიხეილ სააკაშვილი: პეტრო პოროშენკო ოკუპირებულ აფხაზეთთან ვაჭრობდა(ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ს დამფუძნებელმა და უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გადაცემაში Інша Україна(სხვა უკრაინა) სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის მთავრობაში ყოფნის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ვაჭრობდა და მას "ბოგდანის" მარკის ავტობუსების პარტია მიაწოდა. 

>>>

გვარამია: მორჩით ღელვას: ვისაც მინდა, იმას დავუჭერ მხარს და როგორც მინდა, ისე გამოვხატავ...

"რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ბოლო დღეებში გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაალ უდუმაშვილის მხარდაჭერის გამოხატვას არ ერიდება.

>>>

თურქეთი აშშ-ს პარტნიორებზე თავდასხმას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 28 ივნისს რუსულ გაზეთ ,,იზვესტიისთვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად წოდებული რაქა და ქალაქი მანბიჯი თავის კონტროლქვეშ მოაქციოს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?