თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ათმა პირმა ოთხ პოლიციელს სცემა. ერთი სამართალდამცველი ამ დრომდე საავადმყოფოშია, - ინფორმაციას ექსკლუზიურად "რუსთავი-2" ავრცელებს.
არქიმანდრიტ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, დეკანოზის მონახულება პროცედურებთან არის დაკავშირებული. სასულიერო პირის განმარტებით, ზუსტი პასუხი, მოინახულებენ თუ არა მამა გიორგი მამალაძეს, მას ხვალ დილით ექნება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის იდენტიფიცირებას ახდენს და აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ძალოვან სტრუქტურებში მისი მუშაობის დროს გადაიბირეს და ფსევდონიმად "პრესა" შეურჩიეს.
ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა. ავიაშოუში სახელწოდებით "fly-fest-georgia" მონაწილეობა სპორტულმა და რეაქტიურმა თვითმფრინავებმა მიიღეს.
ერთი ადამიანი დაშავდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიასთან მომხდარი ავარიის შედეგად, სადაც „ტოიოტა" ამობრუნდა.
პარლამენტი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე, ოქტომბერში განიხილავს და დაამტკიცებს.
22 ივნისს აზერბაიჯანის სამართალდამცავების მიერ საზღვრის გადაკვეთისას ჟურნალისტ ქამრან მაჰმუდოვის დაკავებისა და საქართველოში გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი, სავარაუდოდ თბილისიდან გატაცებულ აფგან მუხტარლისთან მისი კავშირებია.
ტელეკომპანია ,,ალ-არაბიას,, ინფორმაციით, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა მუსლიმთა წმინდა მიწაზე - მექაზე თავდასხმა აღკვეთეს.
„ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ და ახლა რომელიმე ფილმში რას იტყვის რეჟისორი, ამაზე შეიძლება ჩვენი პროტესტი გავაგზავნოთ, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება სამწუხაროდ“,