
"ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები,"- განაცხადა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის თქმით, ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და ქვეყნის დამოუკიდებლობას.
,,სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები გახლავთ განლაგებული .. აშშ მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპაციას.
"ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ... უკეთესი ურთიერთობა გვსურს რუსეთთან, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები,"- აღნიშნა პენსმა.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოსადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ,,აშშ ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს მათ , ვინც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ხელყოფს"-განაცხადა პენსმა.
მან ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებზე და ზოგადად ავღანეთის ქართულ მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკას ახსოვს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები.