"ჩემი ქართული პოლიტიკიდან ჩამოცილების გეგმა ეკუთვნის პუტინს"-სააკაშვილი

Image

„სახეზეა უკანონობა, მე კანონის დარღვევით ჩამომართვეს უკრაინის მოქალაქეობა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინელ ჟურნალისტებთან ლაივპრესკონფერენციის მეშვეობით გააკეთა.

 

 

მისი თქმით, კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეობა არ შეიძლება, ისეთ პირს მიენიჭოს, რომელმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

 

“მოდით, ვნახოთ რა წერია კანონში. არ შეიძლება, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს პირს, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. იმ მომენტისათვის, როდესაც მე მომენიჭა მოქალაქეობა, ჩემს მიმართ კანონით ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა. ანუ გამოდის, რომ იურიდიული საფუძველი ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პრეზიდენტ პოროშენკოს არ ჰქონდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ როდესაც მანიჭებდა მოქალაქეობას, ყველა გარემოება კარგად იცოდა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მისი ჩამოშორება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სურვილია და კრემლის ინტერესები უკრაინის ოლიგარქის ინტერესებს ემთხვევა.

 

"ჩემი ქართული პოლიტიკიდან ჩამოცილების გეგმა ეკუთვნის პუტინს. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაგან პუტინის ინტერესია, რომელიც ხან ემთხვევა ქარველი ოლიგარქის და გაზპრომის მსხვილი აქციონერის, ხან უკრაინელი ოლიგარქის ინტერესებს. ახლა გასცეს ბრძანება, ჩამომაცილონ მე უკრაინულ პოლიტიკას. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არის ის, რაც სურდა პუტინს, ამაზე უკეთესი საჩუქარს მას ვერ გაუკეთებდნენ,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო:რუსთავი2

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?