-
2017-08-01 20:40
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობის მნიშვნელობაზე .
,,საქართველო რეგიონში ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, იმიტომაც, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ამერიკის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ვაფასებთ აშშ-ს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი"-განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკა დიდ როლს ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია , მოძებნილ იქნას გზა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30