-
2017-08-01 20:28
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი პირველად ქართულ ოპოზიციურ სპექტრს შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძე ამერიკის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
“ჩვენი საუბრის დასაწყისიც და საუბრის ძირითადი თემა უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს მის უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში ვიცე პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასევე საუბარი იყო შიდა დემოკრატიაზე.
იმიტომ, რომ დემოკრატია არის საუკეთესო რეცეპტი საქართველოს წარმატებისთვის. ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, მათ შორის "რუსთავი 2"-ის საკითხი, სასამართლოს თემა, ოპოზიციის დევნა, საკონსტიტუციო რეფორმა, არაფორმალური მმართველობა, მთელი ეს ჩამონათვალი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, არამედ ჩვენს მომავალ პერსპექტივას, როგორი ქვეყანა ვიქნებით,“ - განაცხადა ბაქრაძემ.