თბილისის მეტროს ახალი სადგურის "უნივერსიტეტის" შიდა დიზაინი ინტერნეტში სარკასტული შეფასებების საგანი გახდა.
ავღანეთში, ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა. დაშავებულებს შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები არიან.
ამერიკის ყოფილი პირველი ლედის ჟაკლინ კენედის საათი იმაზე სამჯერ ძვირად გაიყიდა, ვიდრე შეფასებული იყო.
ნიუ-იორკის Christie's აუქციონზე მასში 379 500 დოლარი გადაიხადეს.
სოზარ სუბარი “აიპრესთან“ აცხადებს, რომ ზაალ უდუმაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 5%-საც ვერ აიღებს.
შპს „ვეტფარმი“ აწარმოებს ჰელმინთების საწინააღმდეგო ვეტერინარულ პრეპარატ „დარიშხანმჟავა თუთიას“, რომელიც გამოიყენება ცხვრებისა და თხების დაავადებების - მონიენოზის, ტიზანეზიოზის, ავიტელინოზის და ასკარიდოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“ საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს ინფორმაციას.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს შეხვდა. როგორც ბრალდებულის ძმა ამბობს, შეხვედრაზე საუბარი იწერებოდა, საპატრიარქოს წარმომადგენლების განმარტებით, ჩანაწერი ოჯახის მხრიდან ინტერპრეტაციების თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა.
შსს-ს ყოფიოლი მაღალჩინოსნების, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას 12-წლიანი პატიმრობის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ე.წ. კორტების საქმეზე მსაჯვრდებულების განაჩენი წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ, მეორე ინსტანციამ დღეს გამოაცხადა.
აფგან მუხტარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
ბათუმის 11-12 მარტის დაპირისპირების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.