პერემიშლის სადგურზე, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და საიდანაც "ინტერსიტის" მატარებელი გადის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
დაახლოებით 40-დე სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც დღეს დილით "კრაკოვეცზე" ავტობუსით მივიდნენ, პოლიციამ იმავე ავტობუსით უკან გააბრუნა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის ადრე დაანონსებული მარშრუტი შეცვალა და უკრაინაში "ინტერსიტის" მატარებლით შევა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არც ხელისუფლების დამხობას გეგმავს უკრაინაში და არც მაიდნის მოწყობას, მისი თქმით "გეგმა ბ-ც" არა აქვს, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინაში არ შეუშვებენ.
"კრაკოვეცთან" FEMEN-ის წელზემოთ შიშველი აქტივისტი გამოჩნდა. მალე ის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. მის დაკავებას ეღთდროულად 50-დე პოლიციელი ცდილობდა.
იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
უკრაინის ერთიანობისთვის მებრძოლი ბატალიონი "დონბასი", რომელიც "კრაკოვეცთან" დილით მივიდა, მზადაა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკი "ტიტუშკებისგან" დაიცვას. ამის შესახებ "რუსთავი-2" იტყობინება და ვიდეოს აქვეყნებს.
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "კრაკოვეცთან" ღამემ მშვიდად, დარღვევების გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ ლვოვის პოლიციის სამმართველო იტყობინება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მითითებები, რასაც მესაზღვრეები იღებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, უკანონოა და ყველას, ვინც მათ შეასრულებს, მოუწევს, პასუხი აგოს.
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ - რუსთავში, მე-11 მკრ-ში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას "ინფო რუსთავი" აქვეყნებს.