
ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.