ყიზილაჯლოში, სადაც წუხელ ღამით, 5 პირი დაჭრეს ,მათ შორის ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი და საკრებულოს მოქმედი წევრი,შს მინისტრი იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.
"ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. პოლიტიკური სარჩული, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვხსნათ ამ თემას. მიუხედევად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, უახლოეს საათებში ჩვენ გარკვეული ინფორმაცია, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება," - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.