
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა.
სასამართლომ თიანეთის მე-20 უბნის ის ბიულეტინები ბათილად ცნო, რომლებიც საოლქო კომისიამ მეჭიაურის კონკურენტის, ლელა ქიტესაშვილის საჩივრის საფუძველზე ნამდვილად მიიჩნია.
მეჭიაურმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თიანეთის მერობის არჩევნებში გამარჯვება სასამართლოს ეზოშივე აღნიშნა. მან ავტომობილის,,კაპოტზე" სუფრა გაშალა,
როგორც თავად განაცხადა ,მისი ერთ-ერთი უპირველესი გეგმა სწორედ ის იყო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ,,კაპოტზე" ბიჭებთან ერთად ორი ჭიქა დაელია".
ფოტო :პირველი არხის