"მე მესროლეთ!.." - უკრაინელმა აქტივისტმა პოლიციელები სააკაშვილს ჩამოაშორა და მკერდი მიუშვირა

უკრაინა-პოლონეთის საზღვრის შეგინის გამშვებ პუნქტთან მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ კორდონების გარღვევის ამსახველ ერთერთ ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილის ერთერთმა მხარდამჭერმა ორი სპეცრაზმელი სააკაშვილს ჩამოაშორა, რითაც სხვა აქტივისტებს ცოცხალი ჯაჭვის გარღვევის საშუალება მისცა.

>>>

სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან კორდონი გაარღვიეს

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს მყოფმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადავიდნენ, საიდანაც სააკაშვილი, ასევე კორდონების გარღვევით, უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანეს. 

>>>

სააკაშვილი: "ბიჭებო! არ დაემორჩილოთ ამ ქონიან, კორუმპირებულ გენერლებს!"

გენერალ-მაიორს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადის დეპუტატებს აცნობა, რომ სასაზღვრო პუნქტი დანაღმულია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქონიანი გენერალი" უწოდა და კორდონში მდგარ მესაზღვრეებს მოუწოდა, არ დაემორჩილონ მის ბრძანებებს. 

>>>

სააკაშვილმა საზღვრის უკრაინის მხარეს მყოფ მომხრეებს ვიდეოზარით მიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა შეგინის უკრაინის მხარეს შეკრებილ მხარდამჭერებს. მის მიმართვას ოვაციები მოჰყვა. 

>>>

სააკაშვილი კორდონთან: ამ ბიჭებს არაფერს ვერჩი, ბრძანების გამცემი კი დაისჯება

მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებთან ერთად შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, უკრაინის მხარეს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა, ქვეითთა სარგებლობისთვის განკუთვნილი გასასვლელი, ისევე, როგორც სამანქანო, უკრაინის მხრიდან ჩაკეტილია. 

>>>

არა "კრაკოვეცი", არამედ "შეგინი" - სააკაშვილმა მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა

მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმილი მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვრისკენ ის პოლიტიკოსებთან ერთად ავტობუსით დაიძრა მას შემდეგ, რაც მატარებლით გამგზავრება ვერ შეძლო, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საზღვრის გადაკვეთას არა "კრაკოვეციდან", არამედ "შეგინიდან" შეეცდება. 

>>>

"კრაკოვეცისკენ" ორი ავტობუსი დაიძრა: ერთში პოლიტიკოსები, მეორეში - ჟურნალისტები

"მე პოროშენკოს ვერ მივართმევ ისეთ საჩუქარს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არ მივიდე. მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პერემიშლის რკინიგზის სადგურზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

>>>

სააკაშვილი: "პირველ გეგმას ვუბრუნდებით - ავტობუსებით "კრაკოვეცისკენ"

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, პერემიშლი-კიევის რეისის მატარებელი დაეტოვებინა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შესვლის პირველ გეგმას უბრუნდება. 

>>>

"მატარებელი ყოვნდება. მგზავრებს შეუძლიათ, გადასხდნენ ავტობუსებში, ბილეთების საფასურს ავუნაზღაურებთ"

ეს განცხადება პერემიშლის(პოლონეთი) რკინიგზის სადგურში მდგარ მატარებელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. 

>>>

"ინტერსიტის" მატარებელს სააკაშვილთან ერთად არ უშვებენ, ის კი ვაგონის დატოვებას არ აპირებს

"ინტერსიტის" მატარებელი, რომელიც პერემიშლიდან(პოლონეთი) კიევის მიმართულებით თბილისის დროით, 15:00 საათზე უნდა დაძრულიყო, სადგურზე ამ დრომდე დგას. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?