პრეზიდენტი კონსტიტუციას ხელს მოაწერს

Image


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა.

 

 

"პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა, სწორედ ამიტომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და ვდგამდი შესაბამის ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი, მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც, სამწუხაროდ ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, “ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ ჩემთვის ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფო მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა საზოგადოებას, "კიდევ უფრო გააქტიურდეს უფრო ძლიერი და მუშა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში".

 


"მთელ ამ პროცესში ევროპული სტანდარტის დამკვიდრება გვსურდა, სტანდარტისს, რომელიც ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. "ქართული ოცნებისთის" გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც წინა ხელისუფლებები იქცეოდნენ. მინდა, ჩემი დღევანდელი ნაბიჯი განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკოსმა ყველა ბერკეტი არ გამოიყენოს სახელმწიფოებრივი იდეალებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს, მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, კიდევ უფრო გააქტიურდეს უფრო ძლიერი და მუშა დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთან ერთად უფრო ეფექტურ დემოკრატიას შევქმნით და საბოლოოდ თანხმობის კონსტიტუციებს მივიღებთ",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !