საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებდა, გეგმები და მარშრუტი რამდენჯერმე შეცვალა.
ცესკო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს.
ტეხასის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პლენოში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სავარაუდო თავდამსხმელიცაა. ინფორმაციას Associated Press-ზე დაყრდნობით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
უკრაინის პოლიციის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, მასობრივი არეულობისა და დაუმორჩილებლობის ნიშნების დამატებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოსების, ასევე მხარდამჭერთა ჯგუფის მიერ შეგინის პუნქტზე გვარდიისა და მესაზღვრეების კორდონების გარღვევას და მესაზღვრეების არააგრესიულ წინააღმდეგობას სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ინტერნეტმომხმარებლები ეხმიანებიან.
"მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა შექმნილია ცარიელ ადგილას. მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ უკრაინას იმიჯის პრობლემა შეუქმნა, რაც ადრე არ ჰქონია", -
უკრაინის სასაზღვრო სამსახური საზღვრის უკანონო გადაკვეთაში მონაწილე პირებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილსა და რადის დეპუტატებს მოუწოდებს, "შეგინის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაბრუნდნენ და საზღვრის გადაკვეთის ფაქტი კანონიერად გააფორმონ.
"აფხაზეთის ხმის" გუნდი სტრიტბოლში ჩატარებული მედიატურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა. ფინალში მან "რუსთავი-2-ის" გუნდი დაამარცხა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მისმა მომხრეებმა უკრაინაში შეგინის სასაზღვრო პუნქტიდან გადაიყვანეს, ლვოვში პოლიტიკოსებთან ერთად ჩავიდა.