ამ ფოტოს შემთხვევით არ ვდებ - ზურგს უკან, დერეფნის ბოლოს კარია და იქ უკვე ბოქსირებული განყოფილებაა...

ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ. 

>>>

იერუსალიმში ულტრა ორთოდოქსები შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, რომელიც მათ ჯგუფურად ლოცვას უკრძალავს.

ისრაელში, იერუსალიმში ულტრა ორთოდოქსები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, რომელიც მათ ჯგუფურად ლოცვას უკრძალავს.მათ საპროტესტო აქციები გამართეს.

>>>

სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ მსუბუქი მანქანების მოძრაობის შეზღუდვა საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

>>>

პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გასული 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოავლინა.

>>>

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 41 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 4070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 32008-მდე გაიზარდა.

>>>

წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი - ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული

ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, - ამის შესახებ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1201-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 42-ით გაიზარდა და მთლიანობაში პაციენტების რაოდენობამ 1201 შეადგინა.

>>>

საპატრიარქო - სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

>>>

დაღლილი სამედიცინო პერსონალი (ფოტო)

საათობით მუშაობის შემდეგ, როგორ ისვენებს სამედიცინო პერსონალი

>>>

ბრიტანეთში ორსული მედდა გარდაიცვალა

ბრიტანეთში ლუტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ორსული მედდა გარდაიცვალა. მარი აგიევა აგიაპონგი 5 წლის განმავლობაში  სწორედ ამ ჰოსპიტალში მუშაობდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?