თენგიზ ცერცვაძე - ინფექციურმა საავადმყოფომ COVID-19-ით ინფიცირებულ 100 ავადმყოფს უმკურნალა

Image

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა 17 აპრილს მიიღო COVID-19-ით ინფიცირებული 101-ე ავადმყოფი. 26 თებერვალს ცენტრმა მიიღო ქვეყანაში პირველი COVID-19-ით ავადმყოფი. მას შემდეგ გატარებულია 101 ავადმყოფი, რომელთაგან 55 უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან, ერთი ავადმყოფი - 86 წლის, მძიმე თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 45 ავადმყოფი აგრძელებს მკურნალობას.

 

ცენტრს COVID-19-ით პაციენტების მომსახურებისთვის აქვს 12 ე.წ. „სრული ბოქსი“ (ორი იზოლირებული შესასვლელ-გასასვლელით), 8 ე.წ. ნახევარბოქსი და 14 ბოქსირებული პალატა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პარალელურ რეჟიმში ცენტრი სრული დატვირთვით აგრძელებს აივ/შიდსით ავადმყოფების ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პაციენტების მკურნალობას.

„განვლილ პერიოდში ცენტრის სამედიცინო პერსონალმა მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად გამოავლინა უპრეცედენტო თავდადება და თავგანწირვა. ცენტრში დიდი ხანია აღარ არსებობს ცნება „სამუშაო საათები“ და „სამუშაო დღეები“ და ცენტრის ექიმები, ლაბორანტები, ექთნები და სანიტრები პაციენტებს ემსახურებიან 24-საათიან რეჟიმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილ სამედიცინო პერსონალთან ერთად მკურნალობის პროცესში აქტიურად არიან ჩაბმული ცენტრის ახალგაზრდა ექიმები და უმცროსი ექიმები.

ცენტრის ძირითადი სტრატეგიაა COVID-19-ით ავადმყოფების, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფების, ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ოპტიმიზაციის გზით მაქსიმალურად შემცირდეს კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების რაოდენობა.

ცენტრში პაციენტებს მიეწოდებათ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ყველა კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა სრულდება უმოკლეს დროში. კლინიკაში ყოფნის მთელი ხნის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება პაციენტების ძირითადი კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მაჩვენებლების მონიტორინგი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, ცენტრის ლაბორატორიაში სრულდება ყველა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მეთოდი, მათ შორის პაციენტის სხვადასხვა ბიოლოგიურ მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა, უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების კვლევა, სისხლში ინტერლეიკინ-6-ის და სხვა ციტოკინების განსაზღვრა და ა.შ.

„ცენტრი ყურადღებით აკვირდება, სწავლობს და აანალიზებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას COVID-19-ის კლინიკური მართვის დარგში. ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტები, ცენტრი განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს და აანალიზებს ცალკეული ქვეყნების და სპეციალისტთა ჯგუფების მიერ COVID-19-ის მკურნალობის დარგში ჩატარებული კველევების შედეგებს და ცდილობს უმოკლეს დროში დანერგოს ცენტრში და ქვეყანაში ყველა სიახლე და ინოვაციური მიდგომები COVID-19-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, კერძოდ: ცენტრმა ერთ-ერთმა პირველმა, ჯერ კიდევ თებერვალში შეაჩერა არჩევანი COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე. ამ არჩევანის სისწორე შემდგომში დადასტურდა ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის (FDA) 28 მარტის რეკომენდაციით (approval) და ფრანგი ავტორების კვლევით.

ცენტრმა პირველად ქვეყანაში COVID-19-ით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენა პრეპარატი ტოცილიზუმაბი, რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს ინტერლეიკ-6 -ის რეცეპტორების მიმართ და რიგი კვლევები ადასტურებენ ამ მედიკამენტის ძალიან მაღალ ეფექტიანობას COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ იმ შემთვევებშიც, როდესაც ყველა სხვა მკურნალობა არაეფექტიანია. FDA-იმ ა.წ. 26 მარტს გასცა რეკომენდაცია (approval) ტოცილიზუმაბის მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაზე. გასათვალისწინებელია, რომ ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით“, - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ცენტრმა COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენა პლაზმაფერეზის მეთოდი, რომლის გამოყენების ნებართვა (authorization) FDA-იმგასცა 10 აპრილს.

„ჩვენი ცენტრი ტრანსფუზიოლოგიურ ცენტრ"ჰემოპლაზმასთან"(ხელმძღვანელი თეიმურაზ აზიკური) ერთად ინტენსიურად მუშაობს COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ ამავე დაავადებისგან გამოჯანმრთელებული პირების (კონვალესცენტების) პლაზმის გამოყენებაზე და ამ სფეროში ცენტრი ხელმძღვანელობს FDA-ის რეკომენდაციებით (რომელიც მუდმივად განახლებადია) და ევროკომისიის ჯანდაცვის და კვების უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციებით. ამ მეთოდის გამოყენება სერიოზულ მოსამზადებელ სამუშაოებს და მაღალ ტექნოლოგიებს ითხოვს. უკვე აღებულია და დამზადებულია რამოდენიმე COVID-19-ით კონვალესცენტისგან მიღებული პლაზმა.

ახალი მედიკამენტების და მიდგომების დანერგვის პარალელურად, ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდების და მიდგომების სრულყოფას. ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს მძიმე პაციენტების ოქსიგენოთარეპიის ოპტიმიზაციისათვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ცენტრი აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს COVID-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია COVID-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში. ცენტრი ყურადღებით სწავლობს ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ როლს COVID-19-ის პათგენეზში და მის გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე, აგრეთვე COVID-19-ით პაციენტებში ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევებს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მიისვე განმარტებით, ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, გააცნოს თავისი გამოცდილება ქვეყანაში მოქმედ სხვა COVID-19-ის პროვაიდერ ცენტრებს და ასევე გაითვალისწინოს ამ უკანასკნელთა გამოცდილებაც, რათა ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდებოდეს ერთიანი, უნიფიცირებული სქემით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?