ჯანდაცვის მინისტრი ერთი კოვზით ზიარების საფრთხეზე - ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ

მეცნიერებაში და მედიცინაში მნიშვნელოვანია,რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი. ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, შესაბამისად, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ზიარების კოვზი ვირუსის გადამტანი.

>>>

მოქალაქეებმა შესაძლოა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 საშუალებით, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღონ

განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც , - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

>>>

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 5 მედპერსონალია

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, მათ შორის 5 მედიცინის მუშაკია, ორი კი ე.წ ქობულეთის კლასტერიდან.

>>>

ყველაზე გემრიელი პასკის რეცეპტი "აფხაზეთის ხმისგან"

აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია. ბევრ ოჯახში მისი ცხობის ტრადიცია უკვე თაობებია დამკვიდრდა. სააღდგომო პასკის სიმბოლური დატვირთვა ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო. გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი პასკის რეცეპტს.

>>>

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან, ვატყობთ, რომ მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც არის საჭირო

ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან, ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც არის საჭირო , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მაია ცქიტიშვილი - რეგულაცია, რომელიც გულისხმობს პირადი მანქანების გადაადგილების შეზღუდვას არ ეხება სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დღეისთვის დაშვებულია

ყველა ის დაწესებულება რომელიც მოქმედებდა დღემდე გააგრძელებს ფუნქციონირებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებს, მოვუწოდებ მოქალაქეებს რომ არ აღიქვან ეს დამატებით შეზღუდვად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

>>>

თენგიზ ცერცვაძე - მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი

მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

>>>

შსს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

>>>

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?