დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 847 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 14 576-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.
არაოფიციალური ცნობით, ჰიპერმარკეტების ქსელი "კარფური" და "გუდვილი" 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმეს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები 4 მაისიდან გაიხსნება. ასევე, აღდგება მცირე ბიზნეს საქმიანობაც . მისი თქმით, ადამიანებმა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ პირბადეები, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროება.
თურქეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა, აქედან 126 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.
ლენტეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მოსახლეობას თერმოსკრინინგი სრულად ჩაუტარდა. პროცესის შედეგად რაიმე სახის საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა.
ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბულგარეთში, სადაც კორონავირუსის 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 38 გარდაიცვალა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.
გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.
მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.
გორისა და ატენის ეპარქიაში აღდგომის ღამის მსახურება არ ჩატარდება. სადღესასწაულო ლიტურგია კვირას, ე.წ. კომენდანტის საათის გასვლის შემდეგ დაიწყება და მრევლს ტაძარში მისვლის შესაძლებლობაც აღდგომის დღესასწაულის დღეს - დილით მიეცემა.
„არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ტაძრებში ღამის ლიტურგია ჩატარდება თუ დილის. წმინდა ცეცხლი საქართველოში დილით ჩამობრძანდება და ტაძრებშიც დილით გადანაწილდება. მრევლს სწორედ აღდგომის დილას შეეძლება ტაძრიდან ცეცხლის წაღება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნელ-ნელა და რეკომენდაციების დაცვით შევიდნენ ტაძარში“, - აღნიშნა გორისა და ატენის ეპქრქიის მღვდელმა მამა გიორგიმ