
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 888 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 15 484 შეადგინა.
ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე გაერთიანებულ სამეფოში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 5525 შეადგინა. მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 114217 ინფიცირებული პაციენტია აღრიცხული.