-
2020-04-18 20:49
სუპერმარკეტ “სმარტის” ცნობით, რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია სუპერმარკეტის facebook გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, კომპანიამ გაატარა ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იქნა მიღებული,- რუსთაველის “სმარტის” ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.
„თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან სმარტის ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმო სკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ. თავად სმარტის თანამშრომლების თერმო სკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30