
იტალიაში ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 482 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსის ახალმა შემთხვევებმა ქვეყანაში 3491 შეადგინა.
აღნიშნული მონაცემებით, იტალიაში საერთო ჯამში, კორონავირუსს 23 227 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ 175 925-ს მიაღწია.