-
2020-04-18 21:48
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძართან პოლიციაა მობილიზებული.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიაში ბევრი ხალხი არ შეიმჩნევა და ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია
“საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ეკლესიაში მობილიზებულია შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ თითოეულ ეკლესიაში მოქალაქეებს მოუწოდონ, დაიცვან სოციალური დისტანცია და შესაბამისად, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საგანგებო მდომაროების რეჟიმის პირობების დაცვის თაობაზე, უზრუნველყოოს. რაც შეეხება დარღვევებს, როგორც მოგეხსენებათ, 21 საათიდან დაიწყო კომენდანტის საათი, ამ ეტაპისთვის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, რაც შეეხება შემდგომ დარღვევის ფაქტებს, მოგვიანებით მოგახსენებთ. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა მშვიდია, ეკლესიებში მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს იმისთვის რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია და შესაბამისი ღონისძიბები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში”, - განაცხადა სირაძემ.