-
2020-04-18 21:15
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტანიობისთვის ემზადებიან
სამების გარე ტერიტორია მთლიანად მონიშნულია თეთრი საღებავით, სადაც დისტანციის დაცვით მრევლის განთავსებაა დაგეგმილი. ტაძრის გარე ტერიტორიაზე დგას 50-მდე სკამიც, თუმცა ამ დროისთვის, როგორც სკამების, ისე მრევლისთვის განკუთვილი გარე პერიმეტრის დიდი ნაწილი ცარიელია.
მომლოცველთა შედარებით მეტი რაოდენობა ფიქსირდება უშუალოდ ტაძარში. ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოლიციის ათამდე თანამშრომელი, რომელიც სამების გარე პერიმეტრზე განთავსდა. სამების საკათედრო ტაძარში ლიტანიობა 23:00 საათზე დაიწყება.