საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ 14:00 საათზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით წარსდგება.
ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში სკეიტბორდებით მოსეირნე და დარბაზში, ტრიბუნასთან მდგარი პირები არიან გამოსახული, „აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, რომლისთვისაც ოფიციალურად სახელი ჯერ არ გადაურქმევიათ, დღის განმავლობაში სხვადასხვა პირები სტუმრობენ. მათგან ზოგი მსგავსი დაწესებულებისთვის არაადეკვატური ქცევით გამოირჩევა.
კიევის მერმა მაკეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, მმართველი პარტია "რეგინები" დაეტოვებინა.
მან, ასევე, გასცა ბრძანება, გაეხსნათ კიევის ცენტრში დაკეტილი მეტროს სადგურები.
კიევში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს პრეზიდენტი (20004–2013) მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა კიევში ხდება, შიდაუკრაინული პრობლემა არ არის.
რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს კადრებს, სადაც „ბერკუტის“ რიგებში მყოფი სნაიპერული შაშხანით შეიარაღებული სპეცრაზმელი ჩანს.
კიევში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. დაღუპულთა რაოდენობამ 20–ს მიაღწია. მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.
ინტერნეტსივრცეში სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის დასადასტურებლად, რომ სნაიპერები უკრაინის დედაქალაქში აქტივისტებს საბრძოლო ტყვიებით უსწორდებიან.
ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „უკრაინაში“ დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, უკვე 13 ევრომაიდნელის ცხედარია მიტანილი, რომლებიც დღეს დაიღუპნენ.