
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან წინასაარჩევნო დაპირებები წაშალა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "თავისუფალი საქართველო" ავრცელებს.
"სანამ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს ამ ხარვეზს, კოალიციის პროგრამა განთავსებული იქნება „თავისუფალი საქართველოს“ გვერდზე და მმართველი გუნდის წევრებს ჩვენს საიტზე შეეძლებათ გადახედონ," - აცხადებენ კახა კუკავას პარტიაში. განცხადების ბოლოს მითითებულია ლინკიც თუ სად შეიძლება დაინტერესებულმა პირებმა ,,ქართული ოცნების“ დაპირებების სია იხილონ.