
უფლებამოსილებაშეჩერებული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პრესკონფერენციას ხვალ, 28 თებერვალს, დონის როსტოვში, 17:00 საათზე ჩაატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ იანუკოვიჩის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ჯერ არ დასახელებულა პკ-ს ადგილი, ის მოგვიანებით დასახელდება.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოხდა სამხედრო გადატრიალება და პრეზიდენტის განდევნა და სადაც ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთს მიმართავს, დაიცვას მისი უსაფრთხოება „ექსტრემისტებისგან“. რუსეთმა იანუკოვიჩის ეს თხოვნა დააკმაყოფილა.