პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშით წარდგომასთან დაკავშირებით ქუთაისში დილიდან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემების მიხედვით, კიევში ძალოვნებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებას სულ 77 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის ელჩმა დატოვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეზიდენცია, სადაც მოლაპარაკება 8 საათზე მეტია, გრძელდება.
უკრაინის სხვადასხვა სამოქალაქო აეროპორტებიდან ევროპის ქვეყნებისა და ავსტრალიის მიმართულებით 64 სპეცრეისი აღრიცხეს, რომლებიც VIP პერსონებისთვის ჩატარდა.
ინტერნეტში ვრცელდება ჩანაწერი, სადაც რამდენიმე პირი რაციით საუბრობს და სპეციფიკურ ტერმინოლოგიას იყენებს. აღწერის მიხედვით, ეს იმ სნაიპერთა რადიოსიხშირეა, რომლებიც 20 თებერვალს აქტივისტებს დამიზნებით ესროდნენ.
უკრაინის რადამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი მმართველი პარტიის „რეგიონების“ 34 დეპუტატმაც დაუჭირა.
ევროპის ქვეყნების ქალაქებში ევრომაიდნის მხარდამჭერთა დემონსტრაციები გრძელდება. ევროპელები უკრაინას თანადგომას უცხადებენ.
„თავისუფალი ზონის“ წევრი დათო ყიფიანი კიევში, კრეშატნიკის ქუჩაზე მოკლული იპოვეს. ინფორმაციას „თავისუფალი ზონა“ ავრცელებს. დათო ყიფიანს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
ვილნიუსში უკრაინის მხარდამჭერ მიტინგზე ლიტვის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო დროშით მივიდა და ამ ჟესტით გამოხატა, რომ ორივე ქვეყანას ერთნაირად უჭირს.
კიევში მიმდინარე შეტაკებებს კიდევ ერთი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის 22 წლის იგორ კისტენკოა.