
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ,,ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიტიკოსებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და ყირიმში საგარეო ჩარევის საფრთხის საკითხები განიხილეს.