
რუსული მედია აეროპორტის თანამშრომლებზე დაყრდნობით დილიდან უარყოფს სიმფეროპოლის აეროპორტში შეიარაღებული პირების შეჭრის ფაქტს.
მათი ცნობით, აეროპორტი „სიმფეროპოლი“ სრული დატვირთვით მუშაობდა და მუშაობს და იქ არავინ შეჭრილა.
თუმცა გუშინ, ღამის საათებში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა სიმფეროპოლის აეროპორტის დაკავების შესახებ უცნობი შეიარაღებული პირების მიერ, გავრცელდა ასევე ფოტო წარწერით:
უცნობი შეიარაღებული პირები, რომლებიც სიმფეროპოლის აეროპორტში შეიჭრნენ, მას ტოვებენ“.